ოლიმპიადა ,,ევერესტი“ ,,მათემატიკის ფესტივალის“ ფარგლებში აწყობს პროექტების კონკურსს. სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდება ხალხის რჩეული. ხმის მიცემა ჩაირთვება პირველ მარტს და დასრულდება 14 მარტს 14 საათსა და 03 წუთზე.

ხმის მიცემისთვის საჭიროა:

  • გაიროთ facebook ავტორიზაცია.
  • აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, დააჭიროთ ხმის მიცემას და გააზიაროთ პირად facebook გვერდზე (იმისათვის, რომ თქვენმა მოწონებულმა პროექტმა მეტი ხმა დააგროვოს, სასურველია, პოსტი იყოს საჯარო (public)).
  • ხმის მიცემა შეგიძლიათ 12 საათში ერთხელ.

გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა უახლესი მოდელის პროექტორი.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს ოლიმპიადა ევერესტისგან გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი.

ხმის მისაცემად გაიარეთ Facebook ავტორიზაცია

ქ. საჩხერის №1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ შემდეგ ოთხ პროექტს:

1. მათემარიკური აპლიკაცია - „დასვი კითხვა, მიიღე პასუხი“

მათემატიკური აპლიკაცია (android ტელეფონებისთვის), რომლის მიზანია ნიჭიერი თაობის დაინტერესება, ინფორმაციის ადვილად მიწოდების საშუალება და საგნის სიყვარული ბავშვებში.

2. ჯამის კვადრატის და სხვაობის კვადრატის გეომეტრიული ინტერპრეტაცია

პროექტში წარმოდგენილი არის (a+b)2 და (a-b)2 ფორმულების მიღება გეომეტრიული გზით. აღებულია ორი სხვადასხვა a და b გვერდის მქონე კვადრატი და მათი სხვადასხვაგვარი განლაგების შედეგად მიიღება ახალი კვადრატი და გამოითვლება მისი ფართობი. ეს ინტერპრეტაცია უფრო თვალსაჩინოს ხდის ფორმულის არსს.

3. პასკალის სამკუთხედი და ბინომის ფორმულა

პროექტის მთავარი არსია პასკალის სამკუთხედის აღწერა, მისი კანონზომიერებების გარკვევა. (a+b)n სადაც n€N ნიუტონის ბინომის ფორმულის ჩაწერა, ბინომური კოეფიციენტების გამოთვლა და ბინომის ხარისხის დაშლა. ასევე, (a+b)n ფორმულის წარმოდგენა და კოეფიციენტების გამოთვლა პასკალის სამკუთხედის საშუალებითაც, რაც უფრო ამარტივებს აღნიშნულ გაშლას.

4. „მეხმარება თუ არა მათემატიკა ვიცხოვროთ მომჭირნედ“

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მათემატიკაში შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. ისწავლონ დანაზოგის შექმნა. შეძლონ ცხრილის აგება, მოახდინონ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა და გამოთვალონ მოგება.

პროექტის მონაწილეები: კუსიანი მარიამი - X კლასი, ბახტურიძე ნატალია - X კლასი, ნინო კუსიანი - VII კლასი, ლაშა დეკანოიძე - VII კლასი, ანა კუჭაშვილი - VII კლასი, ნინო მოცრაძე - VII კლასი, ნინო ჭიღლაძე - VII კლასი, გუგა დვალაშვილი - VI კლასი, მესხი თამარი - x კლასი, იოვაშვილი გიორგი - VII კლასი, გუდაძე ნიკოლოზი - VII კლასი, გელბახიანი ნუკი - VII კლასი

2066 ხმა

14 მარტს საქართველოში პირველად აღინიშნა ,,π-ს დღე“. მათემატიკის ფესტივალი (რომელზე დასწრებაც უფასო იყო) ორგანიზებულია ,,ევერესტის“ მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე 10 წელია ეწევა მათემატიკის პოპულარიზაციას. ,,ევერესტი“ დაარსდა 2006 წლის 14 მარტს, ,,π-ს დღეს“. ფესტივალზე 50-ზე მეტმა სკოლამ და საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა. ყოველმა მათგანმა წარადგინა ნამუშევარი, რომელიც დაკავშირებული იყო ,,π-ს დღესთან“ ან მათემატიკის თემასთან. გაზეთი, რომელიც მიძღვნილი იყო სპეციალურად ,, π-ს დღისადმი“ გავრცელდა ყველა მონაწილეს შორის (დაახლოებით 3000 მონაწილე). ბევრ გამოწვევათაგან, ერთ-ერთი დავალება იყო, დაგემახსოვრებინა π რიცხვის რაც შეიძლება მეტი ციფრი. გამოწვევა გაჟღერდა, „π-ს დღემდე“ 2 დღით ადრე. 16 ფინალისტიდან გამარჯვებული გახდა 11 წლის გიორგი, რომელმაც დაიმახსოვრა 156 ციფრი, მეორე ადგილზე გავიდა 10 წლის აკაკი რომელმაც დაიმახსოვრა 101 ციფრი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა 10 წლის ნინომ, დაიმახსოვრა 81 ციფრი. ,,π-ს მელოდიამ“, მინი-სპექტაკლმა, რომელიც ასევე დაკავშირებული მათემატიკასთან, ფლეშმობმა, და სხვადასხვა სახის ლოგიკურმა შეჯიბრებამ გაართო დამსწრეები. ღონისძიების ორგანიზატორები გეგმავენ, რომ მათემატიკის ფესტივალი ჩატარდეს ყოველწლიურად. აღნიშნული სტატია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.