ოლიმპიადა ,,ევერესტი“ ,,მათემატიკის ფესტივალის“ ფარგლებში აწყობს პროექტების კონკურსს. სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდება ხალხის რჩეული. ხმის მიცემა ჩაირთვება პირველ მარტს და დასრულდება 14 მარტს 14 საათსა და 03 წუთზე.

ხმის მიცემისთვის საჭიროა:

  • გაიროთ facebook ავტორიზაცია.
  • აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, დააჭიროთ ხმის მიცემას და გააზიაროთ პირად facebook გვერდზე (იმისათვის, რომ თქვენმა მოწონებულმა პროექტმა მეტი ხმა დააგროვოს, სასურველია, პოსტი იყოს საჯარო (public)).
  • ხმის მიცემა შეგიძლიათ 12 საათში ერთხელ.

გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა უახლესი მოდელის პროექტორი.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს ოლიმპიადა ევერესტისგან გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი.

ხმის მისაცემად გაიარეთ Facebook ავტორიზაცია

სკოლა: წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა პანსიონი

პროექტის სახელწოდება: პი და ცხოვრება

პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებს შეექმნათ გარკვეული წარმოდფგენა "პი" რიცხვზე, დააკავშირონ "პი" რიცხვი სცოვრებასთან და გაიაზრონ მისი როლი ყოფაცხოვრებაში. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა თვალსაჩინოებები, ნახატები, გამოიყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსები.

თეორიულ მასალასთან დაყრდნობით, მოსწავლეებმა "პი" რიცხვის მუდმივობა და მისი უწყვეტობა წარმოადგინეს სხვადასხვა კუთხით. მაგ: ველოსიპედით, წყლის ცირკულაციით, და სხვა.

პროექტის მონაწილეები: საბა ოთინაშვილი, ლაშა სამხარაძე, ეკატერინე გამსახურდია, ლუკა ფურცხვანიძე, ნინო ქვაჩახია, გვანცა ხარაიშვილი, ლიზი ბურჯანაძე, ელენე თუთისანი, ნინი გულედანი, ანასტასია ლაბაძე, ანა ჭეღელიძე, სალომე მიქელაძე

967 ხმა

14 მარტს საქართველოში პირველად აღინიშნა ,,π-ს დღე“. მათემატიკის ფესტივალი (რომელზე დასწრებაც უფასო იყო) ორგანიზებულია ,,ევერესტის“ მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე 10 წელია ეწევა მათემატიკის პოპულარიზაციას. ,,ევერესტი“ დაარსდა 2006 წლის 14 მარტს, ,,π-ს დღეს“. ფესტივალზე 50-ზე მეტმა სკოლამ და საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა. ყოველმა მათგანმა წარადგინა ნამუშევარი, რომელიც დაკავშირებული იყო ,,π-ს დღესთან“ ან მათემატიკის თემასთან. გაზეთი, რომელიც მიძღვნილი იყო სპეციალურად ,, π-ს დღისადმი“ გავრცელდა ყველა მონაწილეს შორის (დაახლოებით 3000 მონაწილე). ბევრ გამოწვევათაგან, ერთ-ერთი დავალება იყო, დაგემახსოვრებინა π რიცხვის რაც შეიძლება მეტი ციფრი. გამოწვევა გაჟღერდა, „π-ს დღემდე“ 2 დღით ადრე. 16 ფინალისტიდან გამარჯვებული გახდა 11 წლის გიორგი, რომელმაც დაიმახსოვრა 156 ციფრი, მეორე ადგილზე გავიდა 10 წლის აკაკი რომელმაც დაიმახსოვრა 101 ციფრი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა 10 წლის ნინომ, დაიმახსოვრა 81 ციფრი. ,,π-ს მელოდიამ“, მინი-სპექტაკლმა, რომელიც ასევე დაკავშირებული მათემატიკასთან, ფლეშმობმა, და სხვადასხვა სახის ლოგიკურმა შეჯიბრებამ გაართო დამსწრეები. ღონისძიების ორგანიზატორები გეგმავენ, რომ მათემატიკის ფესტივალი ჩატარდეს ყოველწლიურად. აღნიშნული სტატია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.