ოლიმპიადა ,,ევერესტი“ ,,მათემატიკის ფესტივალის“ ფარგლებში აწყობს პროექტების კონკურსს. სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდება ხალხის რჩეული. ხმის მიცემა ჩაირთვება პირველ მარტს და დასრულდება 14 მარტს 14 საათსა და 03 წუთზე.

ხმის მიცემისთვის საჭიროა:

  • გაიროთ facebook ავტორიზაცია.
  • აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, დააჭიროთ ხმის მიცემას და გააზიაროთ პირად facebook გვერდზე (იმისათვის, რომ თქვენმა მოწონებულმა პროექტმა მეტი ხმა დააგროვოს, სასურველია, პოსტი იყოს საჯარო (public)).
  • ხმის მიცემა შეგიძლიათ 12 საათში ერთხელ.

გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა უახლესი მოდელის პროექტორი.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს ოლიმპიადა ევერესტისგან გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი.

ხმის მისაცემად გაიარეთ Facebook ავტორიზაცია

სკოლა: ქ. ქუთაისის №23 საჯარო სკოლა

პროექტი შესდგება ოთხი მინი პროექტისაგან:

1) ,,π - თაგორა’’- შექმნილია მართკუთხა სამკუთხედის ფორმის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს პითაგორაზე, პითაგორელებზე, მათ π-სთან კავშირზე. წიგნი გაფორმებულია საინტერესო ილუსრტაციებით, რაც დიდ დაინტერესებას იწვევს ნებისმიერი ასაკის მნახველში.

2) ,,აინშტაინი’’- გიგანტური , სამ განზომილებებიანი ნახატებით გაფორმებული წიგნი აინშტაინზე გვესაუბრება. აქვე არის ევროპისა და საქართველოს კავშირზე დაწერილი მრავალი ფაქტი, წიგნი სრულად ასახავს 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაზე განხორციელებულ პროექტს. კარგად ჩანს მათემატიკური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები.

3) ,,გამოვიყენოთ გრაფები’’- ბავშვები გვიჩვენებენ მათემატიკის კიდევ ერთ პრაქტიკულ გამოყენებას და დაგვანახებენ, რომ მათემატიკა მართლაც, რომ ცხოვრების ენაა.

4) ,,ევერესტი გელოდება’’- სახალისო თამაში:ჭიქებში დევს ამოცანები, შესაბამისი ქულებით დონის მიხედვით დაწყობილი. 2 მონაწილე რიგრიგობით აგდებს ბურთს ჭიქაში, ,,ამოსულ’’ ამოცანას ხსნის 2 წუთის განმავლობაში... გამარჯვებული გამოვლინდება ქულების მიხედვით და დასაჩუქრდება სანიშნით...

მონაწილე პროექტი
გარუჩავა თორნიკე ,,π- თაგორა’’
მდივანი ანი ,,აინშტაინი’’
ღვინიანიძე გიორგი
ბასილაძე ლიზი ,,გამოვიყენოთ გრაფები’’
კუპრაშვილი ანა
კალატოზი ავთანდილი ,,ევერესტი გელოდება’’
გაბრიაძე  გიორგი

2045 ხმა

14 მარტს საქართველოში პირველად აღინიშნა ,,π-ს დღე“. მათემატიკის ფესტივალი (რომელზე დასწრებაც უფასო იყო) ორგანიზებულია ,,ევერესტის“ მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე 10 წელია ეწევა მათემატიკის პოპულარიზაციას. ,,ევერესტი“ დაარსდა 2006 წლის 14 მარტს, ,,π-ს დღეს“. ფესტივალზე 50-ზე მეტმა სკოლამ და საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა. ყოველმა მათგანმა წარადგინა ნამუშევარი, რომელიც დაკავშირებული იყო ,,π-ს დღესთან“ ან მათემატიკის თემასთან. გაზეთი, რომელიც მიძღვნილი იყო სპეციალურად ,, π-ს დღისადმი“ გავრცელდა ყველა მონაწილეს შორის (დაახლოებით 3000 მონაწილე). ბევრ გამოწვევათაგან, ერთ-ერთი დავალება იყო, დაგემახსოვრებინა π რიცხვის რაც შეიძლება მეტი ციფრი. გამოწვევა გაჟღერდა, „π-ს დღემდე“ 2 დღით ადრე. 16 ფინალისტიდან გამარჯვებული გახდა 11 წლის გიორგი, რომელმაც დაიმახსოვრა 156 ციფრი, მეორე ადგილზე გავიდა 10 წლის აკაკი რომელმაც დაიმახსოვრა 101 ციფრი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა 10 წლის ნინომ, დაიმახსოვრა 81 ციფრი. ,,π-ს მელოდიამ“, მინი-სპექტაკლმა, რომელიც ასევე დაკავშირებული მათემატიკასთან, ფლეშმობმა, და სხვადასხვა სახის ლოგიკურმა შეჯიბრებამ გაართო დამსწრეები. ღონისძიების ორგანიზატორები გეგმავენ, რომ მათემატიკის ფესტივალი ჩატარდეს ყოველწლიურად. აღნიშნული სტატია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.